“ჩემი სულიერი მხარდაჭერა მეგობარ ბესო ზანგურს, მაესტრო რობერტ სტურუას!” – არქიმანდრიტი ანთიმოზი
არქიმანდრიტი ანთიმოზი ბიჩინაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე რობერტ სტურუას სტატუსს გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოუცხადა მას და ბესო ზანგურს:
“რობერტ სტურუასტან ერთად. დღე, როდესაც დიდი მაესტრო პირველად ეზიარა.
ვეხმაურები რობიკო სტურუას სტატუსს, სადაც ”დაქალებს” ნეობოლშევიკები, ნეოკომუნისტები უწოდა. თემას განვავრცობ და პროლეტარ ”დაქალებს” მოვუწოდებ: ”დაქალებო” (პროლეტარებო) ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ძირს კაცები! გაუმარჯოს თავისუფლებას!))))
ჩემი სულიერი მხარდაჭერა მეგობარ ბესო ზანგურს, მაესტრო რობერტ სტურუას!
არქ. ანთიმოზი
P.S. ქალებს! ბავშვობაში თუ ბიჭმა ცუდად შემოგხედათ, დაწერეთ საჩივარი, აუღეთ ”აბაროტი”კაცს, რაც მეტი საჩივარი შევა პროკურატურაში, მით უკეთესი”, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.