“ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, სადაც თავსდებიან პაციენტები ყველაზე საშიში ინფექციებით” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი სამუშაო კაბინეტი ბოქცირებულ განყოფილებაშია, სადაც ყველაზე საშიში ინფექციების მქონე პაციენტები თავსდებიან:

“ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან პაციენტები ყველაზე საშიში ინფექციებით.

ამ დროს მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის.

როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები