„ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს ბოქლომებით დაცული, ვინმე შემომეჭრება, ეტირება დედა“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ facebook გვერდზე გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა:
“როგორ მეზარება ამ თემაზე სტატუსის წერა, მაგრამ ძალიან ამოვიდა ყელში. ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს ბოქლომებით დაცული. ვინმე შემომეჭრება, ეტირება დედა. არ ვრეაგირებ არანაირ ჭორზე, ტალახზე, არ განვიხილავ საჯაროდ. გინახავთ ოდესმე აქ ჩემი პირადი გრძნობების გამოფენა? ან შვილის ხსენებაც კი? არა, იმიტომ რომ ასე მესმის მე ჩემი პირადი ცხოვრების დაცვა. პრეზიდენტი კაცი, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, რომელი ქალი უყვარს ყველაზე ძალიან. მერე დარბიან სექტანტები და პირად ცხოვრებაში ნუ ერევითო, ნუ განიხილავთო. აბა თუ მიხვდებით, რომ ეს პირადი ცხოვრება კი არა, ოფიციალური განცხადებაა. შეგვეშვით კაცო, დაგვანებეთ თავი. გაერკვიეთ თქვენ თვითონ. ოღონდ რაღაცეებზე თუ არ შევთანხმდით და თავისი სახელი არ დავარქვით, ასე აბსურდულ კომედიაში ვიქნებით სულ.”-წერს ნინო ჯანგირაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები