„ჩემი მოყოლილი ზღაპრები ყველა ბავშვისთვის ძალიან კარგია“ – ლეონიდ ჩერნოვეცკის ემოციური პოსტი

მალე 67 წლის გავხდები და 4 წლის ვაჟი, გაბრიელი მყავს, ის თავს „გაბოს“ ან „გავრილიუშკას“ ეძახის, პრინციპში, ის კარგი ბიჭუნაა – ამის შესახებ ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში წერს.
ჩერნოვეცკი მისი და გაბრიელის ურთიერთობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მშობლებისა და შვილების ურთიერთობის საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
„მალე 67 წლის გავხდები და 4 წლის ვაჟი, გაბრიელი მყავს, ის თავს „გაბოს“ ან „გავრილიუშკას“ ეძახის, პრინციპში, ის კარგი ბიჭუნაა!
დღის განმავლობაში ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, ძალიან ბევრს ვმუშაობ! ის კი „მუშაობს“ ძიძასთან და მასწავლებლებთან!
როდესაც დასაძინებლად ვაწვენ, თავიდან ზღაპარს ვუყურებთ, შემდეგ კი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ქმედება იწყება – ზღაპარს თავად ვუყვები მას! ვინაიდან მე მეტად განვითარებული ვარ ზღაპრების სფეროში და ჩემი მდიდარი ფანტაზიის უნარის გათვალისწინებით, ჩემი მოყოლილი ზღაპრები ყველა ბავშვისთვის ძალიან კარგია!
ზღაპრების მოყოლისას, პატარა თანდათან იძინებს, სანამ კარგად ჩაეძინება, უცებ მთხოვს: „მამიკო, ძალიან, ძალიან მაგრად ჩამეხუტე! მეშინია!“ რასაკვირველია, მე კარგად მესმის, რომ ეს მხოლოდ ბავშვური ეშმაკობაა, მას სინამდვილეში, არაფრის ეშინია!
მის ზურგს ვეკრობი, ხავერდის ხელებზე ვეფერები, კისერში ვკოცნი და შეუკავებელი სიხარულის განცდა მიპყრობს – ეს ისეთი ყოვლისმომცველი სიხარულია, თითქოს უფლის მიერ გამოგზავნილმა ანგელოზმა მომცა უფლება ჩავხუტებოდი – თეთრმა, ხავერდოვანი კანით, პაწაწინა ხელებითა და ფეხებით! და დადუმება არ შემიძლია, მინდა ვიყვირო ბედნიერებისგან, მაგრამ მხოლოდ ვჩურჩულებ: – შვილო, როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ, მთელი გულით! ის კი, უკვე თვალდახუჭული მპასუხობს: „მეც ძალიან მიყვარხარ, მამიკო! დედამიწაზე ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მეტად!!!”
– და ტობიკზე მეტადაც („ტობიკა“ რბილი სათამაშოა, რომელთან ერთადაც ყველაზე ხშირად იძინებს)! – ვცდილობ თემა განვავრცო,
– რასაკვირველია, მეტად, ტობიკი ხომ ცოცხალი არ არის!
– ნაყინზე მეტადაც გიყვარვარ?
– კი, გაცილებით უფრო მეტად, – აგრძელებს ის.
– ძიძა ირაზე მეტადაც? – ვწელავ სიამოვნებას მე.
– რასაკვირველია, მეტად. შენ ხომ ჩემი ახლობელი ხარ!
მე პასუხად ვჩურჩულებ, ამ ტკბილი მომენტების გასაგრძელებლად: „შენ პატარა ხარ, არ შეგიძლია ისე გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ!“ და პასუხად მესმის ის, რისი გაგონებაც ჩემი სულისა და გულის თითოეული უჯრედით მსურს და მზად ვარ, სწორედ ამ მომენტისთვის დაუფიქრებლად გავწირო სიცოცხლე, გადავეშვა კლდიდან ოკეანეში, დავუხვდე ტყვიას, ყველაზე სარისკო და გიჟური რამ ჩავიდინო ცხოვრებაში! და უკვე თითქმის გაუგონარი ჩურჩულით, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ჩემი ვაჟისგან მესმის: „არა, მამიკო, მე შენ უფრო მეტად მიყვარხარ!!!“
ღმერთო, რასაკვირველია, მე ზუსტად ვიცი, რომ გაბოს ასაკის პატარებს ძიძები უფრო მეტად უყვართ ან დედები, რომლებიც მათთან ერთად ყოველ წამს ატარებენ! თავით მისი სიტყვების არ მჯერა, ჩემს თავს ხომ ასეთ ჭკვიანად მივიჩნევ… მაგრამ ჩემი გული ამ ნაზ ჩურჩულს არ წყვეტს… ჩემი ბიჭი, ჩემი სისხლი – მას ვუყვარვარ!ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ვუყვარვარ!!!
არ დაუჯერო შენს ბებერ თავს! ის თავდაჯერებულობისთვის და ყოვლისმცოდნეობისთვის შენზე შურისძიებას ცდილობს, – მპასუხობს გული! ადამიანმა თუნდაც ასეთი ტკბილი მომენტებისთვის უნდა იცხოვროს, გისურვებთ, რომ მსგავსი წამები ცხოვრებაში მრავლად გქონდეთ, მეგობრებო!
ოდესღაც ჩემი უფროსი შვილები, გაბოს გარდა ორი შვილი და 8 შვილიშვილი მყავს, თითქმის 40 წლის წინ ჩამჩურჩულებდნენ ასეთივე ალერსიან სიტყვებს! ისინი გამორბოდნენ ჩემს საწოლში და ჩემს ხელს ქვეშ ადგილს იკავებდნენ, შემდეგ მეხუტებოდნენ და ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ (მათ შორის სხვაობა ერთი წელია), თუ ვინ დაიკავებდა მამის “ფრთის” ქვეშ უკეთეს ადგილს! ანგელოზები! ისინი ასეთებად დამამახსოვრდნენ!
ცხოვრება საშინლად უსამართლოა და შვილებს არ შეუძლიათ და არც ვალდებულნი არიან ბუნების კანონის მიხედვით, მშობლები ისევე ძლიერ უყვარდეთ, როგორც ისინი მშობლებს უყვართ! მათ უკვე თავიანთი შვილები უყვართ, რომლებსაც შემდეგ თავიანთი შვილები ეყვარებათ და ცხოვრება გაგრძელდება…! ოღონდ კარგი ადამიანები იყვნენ, მათთვის მეტს, ჯანმრთელობის გარდა, არაფერს ვითხოვ!
თქვენთან ერთად, ჩემო მეგობრებო, ალბათ უფრო ალერსიანი ისტორიები ცხოვრობენ, მაგრამ მე მაინც მომინდა ჩემი ამბავი მომეყოლა თქვენთვის!
წარმატებას გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ დღეს თქვენი მშობლების მოკითხვა ან მონახულება! თქვენ ხომ მათთვის ანგელოზები ხართ, ანგელოზები კი, არამხოლოდ ბავშვებს უნდა ეწვიონ, არამედ დიდებსაც, თქვენ საყვარელ მშობლებს, ერთადერთ ადამიანებს სამყაროში, რომლებსაც, როგორც არ უნდა მოიქცეთ, მაინც უყვარხართ! და არ არსებობს ამ სიყვარულის ტოლფასი სამყაროში არაფერი, არავის და არასდროს ეყვარებით მშობლებზე მეტად!!!
გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ჩემი წიგნი:https://chernovetskiy.ge/personality/reviews-book/“, –წერს ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები