„ჩემი დედამთილი რამდენიმე დღეს ლოგინად იყო ჩავარდნილი“ – „კაწროს“ მეუღლის ემოციური სტატუსი

ავთანდილ ბილანიშვილის ცოლი  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი განცხადებით, „კაწროს“ დაკავშირებას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან მიზანმიმართულად ცდილობენ:

„ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკასა და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე “მთავარ არხსა” და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება. ჟურნალისტებსაც არ ვუწოდებ მათ, ვინაიდან არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო ამ პროფესიის ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც მართლა სიმართლეს ემსახურება და არა – სიცრუისა და ჭორების გავრცელებას.

უკვე ერთ კვირაზე მეტია, “მთავარი არხის” მიერ მიდის მიზანმიმართული შავი კამპანია ჩემი ქმრის წინააღმდეგ. ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე, ისინი ცდილობენ, დაუკავშირონ ავთო ბილანიშვილის სახელი საშინელ ტრაგედიას, რომელმაც მართლა შეძრა მთელი საქართველო.

და, აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ.

ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება, იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს “ნახალოვკაში”, ხოლო ბერა – იმიტომ, რომ მეგობრობს  ავთო ბილანიშვილთან. ალბათ, ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე.

ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო. ადვილია იმის თქმა, – “შენ ხო იცი, მაგათ არავინ  უყურებს”, ყველამ იცის, ესენი რომ მატყუარები არიან” “მაგათ არაფერი დაეჯერებათ”  და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და  ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს  სხვადასხვა  ქრონიკული დაავადება. ადამიანი რამდენიმე დღეს ლოგინად იყო ჩავარდნილი. არავინ ფიქრობს, ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება, მოყვეს! “მთავარის” მთავარი არსი ხომ სწორედ ისაა, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ჰქონდეს ჭორაობის, ლანძღვისქ და გინების საფუძველი გადაცემებში“, – წერს „კაწროს“ ცოლი.

კომენტარები

სხვა სიახლეები