“ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში აიკრძალება ბიუსჰალტერის გარეშე გარეთ სიარული”

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი წინასაარჩევნოდ მორიგ დაპირებას იძლევა, რომელიც ამჯერად ბიუსტჰალტერებს ეხება.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირობას გაძლევთ, რომ აიკრძალება ბიუსჰალტერის გარეშე საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სიარული, რისთვისაც ორი მარტივი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ მამაკაცებს ცოდვის ჩადენისკენ უბიძგებენ გამომწვევი მკერდით და მეორე უკარგავს ქალის მკერდს მის ქართულ სილამაზეს“, – წერს ასათიანი.
წინა დაპირებაში გიორგი ასათიანი ამომრჩეველს გამოუტყდა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს ქალიშვილობის მოწმობები დაურიგდებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები