კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძლება გავლენას ახდენდეს თავის ტვინის მუშაობაზე და მისი სტრუქტურის ცვლილებებიც კი გამოიწვიოს. მეცნიერებმა 90 ქალი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინის გარკვეული უბნები გაცილებით თხელი ჰქონდათ იმ ქალებს, რომლებიც ორალურ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდნენ.
განსაკუთრებით საყურადღებოა ტვინის ქერქის ორბიტოფრონტალური ნაწილი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ემოციების მართვაში. ტვინის ამ ნაწილში ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს მომატებული აღელვება და დეპრესიის სიმპტომები, რასაც თურმე ხშირად განიცდიან ქალები, რომლებიც ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იღებენ.
მეცნიერები ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, ეს ნევროლოგიური ცვლილებები მუდმივია თუ მხოლოდ იმ პერიოდში აღინიშნება, როცა ქალები კონტრაცეპტივებს იღებენ.