ჩამოდიან თუ არა Moby და Bjork-ი საქართველოში

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აგვისტოში ბათუმს Moby და Bjork-ი ესტუმრებიან. Robbie Williams, Eros Ramazzotti, Jose Carreras და Marron 5-ის კონცერტებთან ერთად ქართველი მსმენელი ლეგენდარულ მუსიკოსებსაც მოუსმენს.
„კვირამ“ აღნიშნული ინფორმაცია კულტურის სამინისტროში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ Moby და Bjork-ის კონცერტები არც პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში და არც დამოუკიდებლად დაგეგმილი არ არის.
„კვირა +“ ასევე დაუკავშირდა აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, აგვისტოში Moby და Bjork-ი ბათუმს ესტუმრებიან, თუმცა ვის ჩამოყავს მუსიკოსები ამ ეტაპზე, მისი ვინაობა არ სახელდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები