ჩაის პაკეტების 15 ყველაზე კრეატიული დიზაინი (ფოტოკოლაჟი)

წყლის შემდეგ ჩაი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ჩვენი პლანეტის გარშემო ყოველდღიურად 6 მილიარდი ფინჯანი ჩაი ილევა. ჩაი ადამიანის ორგანიზმში ბევრ სისტემაზე ახდენს გავლენას, მაგალითად – გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს. მას ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნია და ის შეხორცების პროცესს აძლიერებს. ჩაიში თავმოყრილია უამრავი მიკროელემენტი, მათ შორის ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და ა.შ., ანუ ის მინერალები, რომლებიც მონაწილეობენ კბილების ფორმირებაში. ამ სასარგებლო სასმელის მიღება კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ის ვიზუალურადაც მიმზიდველია. გთავაზობთ ჩაის ერთდჯერადი პაკეტების ყველაზე კრეატიული და საინტერესო დიზაინის 15 მაგალითს.

კომენტარები

სხვა სიახლეები