ჩაათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის

თურქი მსახიობი, ჩაათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ბადურაშვილი წერს.

“ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი, ჩაათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის! გეპატიჟებით საქველმოქმედო ვახშამზე რესტორან “ეთნო წისქვილში”, სადაც გაიმართება კონცერტი ქართველი ცნობილი მომღერების მონაწილეობით! საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება “ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ ანგარიშზე! კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე! მაგიდის ჯავშნებსა და ბილეთის ფასთან დაკავშირებით დარეკეთ ნომერზე +995 598 85 00 80”, – წერს ბადურაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები