“…შუაზე გადავწიწკნი!” – გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუაზე ალაპარაკდა

მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება, – გიორგი ვარდოსანიძე სალომე ჭაჭუასთან ურთიერთობის შესახებ ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.
“კვირა +” გთავაზობთ ჟურნალიდან ინტერვიუს ამონარიდს:
“მიხარია, რომ ახლა ყველაფერი ლაგდება. დრო ჩემთვის მკურნალი აღმოჩნდა. ბევრი რამ გადამაფასებინა, ბოდიშის მოხდა და ჩემი სიმართლის ბოლომდე გატანა არ არის სირცხვილი.
სალომეს ძალიან ვაფასებ, ვთვლი, რომ ბევრს მიაღწევს. ჩვენ მტრები არ ვართ და ვერც ვერასოდეს ვიქნებით. ყოველდღე – არა, მაგრამ ათასში ერთხელ ვკითხულობთ ერთმანეთს. სალომე ამ ცხოვრებაში, ყველაზე მეტად ცეკვაზე გიჟდება და ვიცი, რომ რაღაც წარმატებებს აღწევს. ერთი არ მიაღწიოს და შუაზე გადავწიწკნი!
ვისაც ჩვენი დაშორება გაგიხარდათ, შეგარგოთ, ვისაც გული დაგწყდათ, ნამდვილად არ გვინდოდა და ვერც ჩვენ ვიფიქრებდით, თუ ასე მოხდებოდა.
განკითხვას არცერთი ვიმსახურებთ. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი იყო. ჩვენ არ ვართ პირველი წყვილი, ვინც დაშორდა. არ გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა, ცხოვრება გრძელდება”, – აცხადებს მსახიობი გამოცემასთან.

ჟურნალი „სარკე“

კომენტარები

სხვა სიახლეები