შსს-ს მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველებს საჩუქრები გადასცა

შსს-ს მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცა.

რუსთავში სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების პატარა წევრებმა საახალწლოდ სურვილები დაწერეს, შსს-ს მომსახურების სააგენტომ კი მათ სურვილები აუსრულა.

ოჯახი რუსთავში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ბავშვებს რაც სურდათ, საახალწლოდ საჩუქრები და საჭირო პროდუქცია გადასცეს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა და თანამშრომლებმა.

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. საახალწლოდ ბავშვებმა დაწერეს სურვილები. შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინიციატივითა და თანამშრომელთა ჩართულობით, სოციალური აქტივობა დაორგანიზდა და ოჯახს ყველა საჩუქარი გადაეცა, რაც უნდოდათ – საკვები პროდუქტები და საჭირო ნივთები.

ფაქტს ოჯახი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„თურმე, სასწაულები მართლა ხდება. ახალი წლის წინა ღამით ჩემს შვილებს ოცნება აუხდათ. დღეს სტუმრად გვყავდა მომსახურების სააგენტოს დირექტორი და თანამშრომლები, რომლებმაც ჩემს პატარებს ყველა საახალწლო სურვილი აუსრულეს. მარიამს, გაბროს, გიორგისა და ბუბას უკვე აქვთ დიდი ლამაზი ნაძვის ხე და სათამაშოები, რასაც ამდენ ხანს ელოდებოდნენ. მადლობა მომსახურების სააგენტოს ასეთი ბედნიერების მონიჭებისა და ჩემი შვილების გახარებისთვის“, – წერს სოციალურ ქსელში თაკო მიქელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები