შოტლანდიელმა პონიმ დედოფალი კვლავ უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო (ვიდეო)

შოტლანდიაში ვიზიტისას, დედოფალ ელისაბედ მეორეს ინციდენტი გადახდა თავს, რომელმაც მისი თანმხლები პირები გააწითლა. შოტლანდიური სასახლესთან, ბალმორთან მიახლოებისას, დედოფალს სამეფო შოტლანდიური პოლკის გვარდიელები დახვდნენ, რომლებსაც თან სამი წლის პონი ახლდათ. ყველასთვის მოულოდნელად, პონიმ დედოფლის თვალწინ მოისაქმა. გვარდიელებს შერცხვათ, დედოფალს კი ცხვირზე ხელის აფარებამაც კი მოუწია.

თუმცა რამდენიმე წამში დედოფალმა სიცილი დაიწყო და გაიხუმრა, რომ ამ პონის ქცევა არ იცვლება. საქმე ისაა, რომ შარშან, ამავე პონიმ იმ თაიგულის შეჭმა სცადა, რომელიც დედოფალს ამავე სასახლეში სტუმრობისას ეჭირა ხელში.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები