შოტლანდიის პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით ქალებისთვის ჰიგიენური საშუალებები უფასო გახდა. ამ გზით შოტლანდიელმა კანონმდებლებმა აღნიშნულ სფეროში სიღარიბესთან ბრძოლაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა კანონპროექტს “ქალებისა და გოგონებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკა” უწოდა.
დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, ქალებისთვის ტამპონები და ჰიგიენური საფენები იქნება ხელმისაწვდომი ისეთ ადგილებში, როგორებიც არის აფთიაქები, ღამის კლუბები, საზოგადოებრივი ცენტრები.
აღნიშნული ზომა ქვეყანას ყოველწლიურად, დაახლოებით, 32 მილიონი დოლარი დაუჯდება.
შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა.
2018 წელს შოტლანდიის მთავრობამ, ასევე პირველმა მსოფლიოში, გახადა უფასო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სანიტარულ-ჰიგიენური ნივთები.
2017 წელს ბავშთა საქველმოქმედო ფონდმა – Plan International-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით ბრიტანეთში 10%-მდე გოგონას არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ჰიგიენის საშუალებები.