გუშინ, 8 ივლისს შორენა ბეგაშვილის დაბადების დღე იყო. მსახიობს ფეისბუქის გვერდზე ბევრმა მიულოცა დაბადების დღე, სადაც, ძირითადად, საუკეთესო სურვილების ასრულებას და მისი ქალიშვილის, ევას გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ.
მსახიობს ცოტა ხნის წინ მრავალი კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ გუშინ მის მიმართ ერთი უარყოფითი კომენტარი არ დაწერილა. „ოჰ, რა გოგო, როგორ შეაყვარე მთელ საქართველოს თავი, რა გულიანი, უბრალო და ლამაზი გვყავხარ, ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ზალიკო ბერგერი შორენა ბეგაშვილის ფეისბუქის გვერდზე.
სხვა სიახლეები