შორენა ბეგაშვილი საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის. როგორც ბეგაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ოპერაციისთვის თანხის პირველადი შენატანი მოგროვდა. „ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ მოვაგროვეთ თანხის რაღაც ნაწილი და ოპერაციის პირველადი შენატანი გვაქვს. მადლობა ავიაკომპანია „ატლსაგლობალს“, რომელმაც ევას სპეციალური გადაყვანა უზრუნველყო. ჩვენ წავედით და ვეცდებით იქიდან ინფორმაცია სულ მოგაწოდოთ. მიყვარხართ მადლობა“, – წერს ბეგაშვილი.