შორენა ბეგაშვილი: ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ…

ევა ბარბაქაძეს მეოთხე ოპერაციისთვის ამზადებენ. ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. შორენა მადლობას უხდის მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, ანუკის და კახა კალაძეს.
“ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ. რომც გავყიდო ბანკში უნდა ჩავრიცხო, მანქანა, შუბა და ყველაფერი იყიდება. მოდით და იყიდეთ. ესეტი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირადღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს, ტკივილები როგორ ტანჯავდა. ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავის წამოსაყვედრებელი არ მქონოდა რამე. პირიქით აქეთ ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას და უკეთესი ჯიპიც მეყოლება და შუბაც და ბევრი ის ნივთი რომელიც უკვე გაიყიდა. ეხლა როცა გაქექეთ ჩემი ცხოვრება გეტყვით, რომ ევას საოპერაციოდ ამზადებენ. ბოლო ორი თვის მანძილზე მეოთხე ოპერაცია. მაინც ყველაზე ლამაზია. მადლობა მერიას , ჯანდაცვის სამინისტროს, ანუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა. და არ გეგონოთ მარტო ჩემ შვილს აფინანსებენ, ბევრი ქართველი წევს აქ მათი დახმარებით. მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ. წინ რთული დღეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო. უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ. ისევ უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს. მადლობა, რომ მარტო არ დამტოვეთ”.- წერს შორენა ბეგაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები