შორენას აღარაფერი ახსოვს – მაია სტეფნაძე შორენა ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნის დეტალებზე

„შორენას ღია ფანჯრიდან გადაუხედავს და ძირს დავარდნილი ბავშვი დაუნახავს“,- 26 მარტს მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებს ჟურნალ „სარკეს“ ტელეპროდიუსერმა მაია სტეფნაძემ უამბო.
როგორც მაია სტეფნაძე შორენა ბეგაშვილის მონაყოლზე დაყრდნობით ყვება, შორენას ამ საშინელი კადრის დანახვის შემდეგ აღარაფერი ახსოვს.
„როგორც შორენამ მითხრა, ევას საჭმელს უმზადებდა. სტუმრები არ ჰყოლია. როცა დაუძახა, ევა, გამოდიო და ბავშვს ხმა არ გაუცია, ოთახში შესულა. ღია ფანჯრიდან გადაუხედავს და ძირს დავარდნილი ბავშვი დაუნახავს. ისე ვკიოდი, მეზობლები გარეთ გამოცვივდნენ. იმდენად გადაღლილია, სხვა დეტალებზე არ მისაუბრია“, – აღნიშნავს სტეფნაძე.
შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. არასრულწლოვანს ხერხემლის ტრავმა, ქვედა და ზედა კიდურების მოტეხილობები და სხვა სახის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, რომლებიც გართულებების გარეშე დასრულდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები