ჰოლივუდის ვარსკვლავები, „ოსკაროსანი“ მსახიობები შონ პენი და შარლიზ ტერონი საიდუმლოდ დაქორწინებას გეგმავენ. ამ ინფორმაციას „US Weekly“ წყვილის მეგობრის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, 54 წლის პენი და 39 წლის ტერონი 2014 წლის ნოემბერში პარიზში მოგზაურობის დროს დაინიშნენ და ახლა „ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა სურთ“. მსახიობები ერთმანეთს დიდი ხანი იცნობენ, 2013 წლის დეკემბრიდან მათ მუდმივად ერთად ხედავენ. წყვილი ურთიერთობას დიდი ხანია აღარ მალავს და ყველა შეკრებაზე განუყრელად იმყოფებიან. შონ პენი ორჯერ გახლდათ დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე 80–იან წლებში პოპ–ვარსკვლავი მადონა გახლდათ. წყვილი ერთმანეთს 1989 წელს დაშორდა, მას შემდეგ რაც იმ დროს აგრესიული მოქმედებებით ცნობილმა შონმა მომღერალი დააბა და ბეისბოლის ჯოხით სცემა. პენის შემდეგი მეუღლე ცნობილი მსახიობი რობინ რაითი გახლდათ, რომელთანაც 1996–2010 წლებში იყო დაქორწინებული. რაც შეეხება სამხრეთ აფერიკელ კიო–ვარსკვლავს, შარლიზ ტერონი ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა.