ინგრედიენტები: შავი შოკოლადი – 100 გრ, თეთრი შოკოლადი – 100 გრ, ნაღები 33-35 % – 500 მლ, შაქარი – 150 გრ, ჟელატინი – 10 გრ.
მომზადების წესი: ჟელატინი ცივ წყალში გავხსნათ. შემდეგ ცეცხლზე გადვგათ, ადუღებამდე არ მივიყვანოთ. თეთრი შოკოლადი და შავი შოკოლადი სხვადასხვა თასში ორთქლზე გავადნოთ და გავაცივოთ. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ, ორად დავყოთ, ერთ ნაწილს თეთრი შოკოლადი და ჟელატინის ნახევარი, ხოლო მეორეს შავი და დარჩენილი ჟელატინი შევურიოთ. ჭიქაში ერთ მხარეს ნახევარი თეთრი სუფლე, ხოლო მეორეში – შავი მოვათავსოთ. მაცივარში 2-6 საათით ჩავდგათ და პიტნით მოვრთოთ.
სხვა სიახლეები