ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი – 100 გრ,
თეთრი შოკოლადი – 100 გრ,
ნაღები 33-35 % – 500 მლ,
შაქარი – 150 გრ, ჟელატინი – 10 გრ.
მომზადების წესი: ჟელატინი ცივ წყალში გავხსნათ. შემდეგ ცეცხლზე გადვგათ, ადუღებამდე არ მივიყვანოთ. თეთრი შოკოლადი და შავი შოკოლადი სხვადასხვა თასში ორთქლზე გავადნოთ და გავაციოთ. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ, ორად დავყოთ. ერთ ნაწილს თეთრი შოკოლადი და ჟელატინის ნახევარი, ხოლო მეორეს შავი და დარჩენილი ჟელატინი შევურიოთ. ჭიქის ერთ ნახევარშ თეთრი სუფლე ჩავასხათ, ხოლო მეორე მხარეს – შავი. მაცივარში 2-6 საათით მოვათავსოთ და პიტნით მოვრთოთ.