ინგრედიენტები:
მწარე შოკლადი – 60 გრ.
ავოკადო – 4 ცალი,
ქოქოსის რძე – ¼,
კაკაო – 4 ს/კ. თაფლი – 3 ს/კ.
ვანილი – 1 მწიკვი,
ქოქოსის ფანტელები ან შოკოლადის ბურთები – გასაფორმებლად.
მომზადების წესი: ავოკადოს რბილობი ამოვაცალოთ და დავაბლენდეროთ. შოკოლადი და კაკაო ქოქოსის რძეში გავადნოთ. დავუმატოთ თაფლი და ვანილი. მიღებულ მასას ავოკადო დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. დესერტი რომ შესქელდეს, მაცივარში შევდგათ. ბოლოს ქოქოსის ფანტელებით, ან შოკოლადის ბურთებით მოვრთოთ.
სხვა სიახლეები