ინგრედიენტები:
იოგურტი – 100 გრ;
უცხიმო ხაჭო – 300 გრ;
შაქარი – 3 სადილის კოვზი;
კაკაო – 1,5 სადილის კოვზი;
ჟელატინი – 15 გრ.
მომზადების წესი: იოგურტი, ხაჭო, შაქარი და კაკაო დავაბლენდეროთ. ჟელატინი ცივ წყალში 10-15 წუთით დავალბოთ, შემდეგ ცეცხლზე დავდგათ და ადუღებამდე მივიყვანოთ. ჟელეტინს მიღებული შოკოლადის მასა დავუმატოთ და მიქსერით 1-2 წუთი ავთქვიფოთ. მუსი თასში გადავიტანოთ და მაცივარში 2-3 საათით მოვათავსოთ.