შოთა ინასარიძე: „აიცერით იმისთვის, რომ გადარჩენის მეტი შანსი გქონდეთ და არა იმისთვის, რომ რესტორანში შეგიშვან“
„მინდა გადმოგცეთ, თუ რა საშინელება ხდება დღევანდელ რეალობაში….
გასვლა არ მინდა რეანიმაციაში, იმიტომ რომ ყოველ გასვლაზე ახალ პაციენტს ვხედავ, სამწუხაროდ, დილით ნანახი საღამოს ვეღარ მხვდება და პირიქით“, – ექიმი შოთა ინასარაძე სოციალურ ქსელში კოვიდკლინიკაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოებს, რათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შემცირდეს.
„ალბათ ვრცელი პოსტი გამომივა, თუ წაიკითხავთ ბოლომდე გულისყურით და გაიაზრებთ, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაეხმარებით და შემდგომ – გვერდით მდგომებს….
უმეტესობამ იცით, რომ ვწევარ კოვიდკლინიკაში, იქ, სადაც ვმუშაობდი და, ღვთის წყალობით, დიდი სანაცნობო წრეც მყავს. მე კარგად ვარ, არ ვიწუწუნებ ჩემზე არაფერს, უბრალოდ მინდა გადმოგცეთ, თუ რა საშინელება ხდება დღევანდელ რეალობაში….
გასვლა არ მინდა რეანიმაციაში, იმიტომ რომ ყოველ გასვლაზე ახალ პაციენტს ვხედავ, სამწუხაროდ, დილით ნანახი საღამოს ვეღარ მხვდება და – პირიქით…. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, სამწუხაროდ, ახლა, როცა ამას ვწერ, 20 წლის ბიჭი იბრძვის…. საახლობლო, სანაცნობო მირეკავს და ვიგებ, რომ აპარატზე გადაიყვანეს, მეორეს უკვე გულმა ვერ გაუძლო და….. ეს ხდება, მეგობრებო, მუდმივად, უწყვეტ რეჟიმში…
სამწუხაროდ, ყველა აუცრელია…
ნუ ფიქრობთ იმას, რომ 2 წელიწადში რას გამოიღებს ეს აცრა, იმიტომ რომ ამ ხალხს ეს 2 წელიც არ ჰქონდათ იმისთვის რომ, საკუთარ ოჯახს ჩახუტებოდნენ…. დავფიქრდეთ, არ ჯობია თუნდ 2 დღით მეტად ვიყოთ ერთად?
მე მინდა ავიცრები. მინდა- არა, ჩემი საქმის მე ვიცი…. ეს მიდგომა იცით როდისაა მართალი? აი რო დაფიქრდები და უკან მოიხედავ… იქ კი ვერ აღმოაჩენ ვერაფერს და ვერავის. როცა თამამად გეთქმის, რომ შენი ამ ქვეყნიდან წასვლით ცრემლი არავის არ მოადგება…. როცა არავის არ უყვარხარ და სულ მთლად მარტო სული ადამიანი ხარ…. ესეთები კიდე ხო არ ხართ ხსლხო? მეგობარი, ცოლი, შვილი, ნათესავი, უბრალოდ ნაცნობი… იფიქრეთ მეგობრებო თქვენზეც და სხვებზეც… ვერ უძლებს ვერც ჯანდაცვა და ვერც ამ სფეროს მუშაკების ფსიქოლოგია ამდენ შავ პარკში ჩასვებებულ ხალხს, რომელთა უკან გაუბედურებული ოჯახები რჩებათ….
აიცერით იმისთვის, რომ გადარჩენის მეტი შანსი გქონდეთ და არა იმისთვის, რომ რესტორანში შეგიშვან”,- წერს შოთა ინასარიძე.