გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში ქართველ „კანონიერ ქურდს“ შოთა იმნაიშვილს, მეტსახელად „პაწას“ ე.წ. „ქურდის“ სტატუსი აღუდგინეს, რომელიც მან ნახევარი წლის წინ დაკარგა. ამ საკითხის დადებითად გადაჭრას ხელი შეუწყო მისმა ასაკმა, ასევე მხარდაჭერამ, რომელიც მან თურქეთიდან მიიღო.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში შოთა იმნაიშვილმა დახმარებისთვის სანქტ-პეტერბურგელ „ქურდს“ ანდრეი მირიჩს მიმართა და მას ფული სთხოვა. „პაწას“ თანხა სასამართლოში უნდა მიეტანა, რათა ის პატიმრობის სანაცვლოდ გაუსვლელობის ხელწერილით გაეთავისუფლებინათ. შოთას ფული არ მისცეს. ამის ნაცვლად ის მირიჩის თვალწინ იკა ბულიკსკირიამ სცემა და მას „ქურდის“ სტატუსი ჩამოერთვა. შოთა იმნაიშვილს „ქურდებმა“ იმაში დასდეს ბრალი, რომ მან რამდენჯერმე თავი საფრთხეში ჩაიგდო და „ბარიგასთან“ „კაიფში“ იმაზე უფრო დიდხანს გაჩერდა, ვიდრე ეს საჭირო იყო.
როგორც მომავალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით გაირკვა, შოთა იმნაიშვილს ეს თანხა მაინც შეუგროვეს და ის „დანიშნულების ადგილზე“ მივიდა. სასამართლოს შემდეგ შოთა სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა, ხოლო გზად თურქეთში შეიარა, სადაც შექმნილი მდგომარეობა თანამემამულელ “ქურდებთან“ განიხილა. მათ „პაწას“ მხარდაჭერა გამოუხატეს, რადგანაც თავადაც ხშირად მოიხმარენ ნარკოტიკებს და შოთა იმნაშვილის ადგილას ნებისმიერი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს. თურქეთის დაჯგუფების ხმები „პაწასთვის“ გადამწყვეტი აღმოჩნდა.