35 წლის ნასვამი რუსი ნატალია ბოროდინა დომინიკანაში დასასვენებლად იმყოფებოდა. შიშველმა ნატალიამ „ინსტაგრამისთვის” საინტერესო ვიდეოს გადაღების მიზნით, მიმავალი ავტომობილიდან თავის გადაყოფა გადაწყვიტა.შედეგად, ეს ეფექტური ვიდეოგადაღება მისთვის ცხოვრებაში უკანასკნელი გახდა.
ტრაგედია მისმა მეგობარმა გოგომ გადაიღო, რომელიც ამ დროს ავტომობილს მართავდა. მას ერთი ხელით საჭე ეჭირა, მეორე ხელით კი მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ, ასევე არა ფხიზელი მძღოლის გამამხნევებელი შეძახილების ფონზე, ვიდეოს გმირი, რომელიც მხოლოდ ტრუსები ეცვა, თითქმის მთლიანად გადაიწია მანქანის ფანჯრიდან. თუმცა, მხიარულება მალევე დამთავრდა.
ძალიან დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა საგზაო ნიშანს მიუახლოვდა, რომელმაც რუს ტურისტს თავი მოწყვიტა, რაც ვიდეოზეც არის აღბეჭდილი. მედიკოსებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ნატალია ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც ესკორტში მუშაობდა.
მას ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
http://www.avtovzglyad.ru
სხვა სიახლეები