შიშველი კიმ კარდაშიანი ახალ სუნამოს ყიდის (ფოტო +18)

ამერიკელი სელებრითი კიმ კარდაშიანი პუბლიკის წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა. 37 წლის ვარსკვლავმა, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, სამოსის გარეშე გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ამგვარად მან თავისი ახალი პარფიუმის KKW Body -ის გამოსვლა დააანონსა.
სუნამოს ფლაკონი მისი სხეულის ფორმებს გაიმეორებს. უჩვეულო ფლაკონის დიზაინის ავტორი იტალიელი მხატვარი ვანესა ბიკროფტია. „მინიატურული კიმი“ მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე დღეში – 30 აპრილს გამოვა.
მართალია, კარდაშიანი პურიტანული ქცევით თუ სამოსით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ამჯერად ბევრი მისი თაყვანისცემელიც კი შოკირებული აღმოჩნდა. ფოტოებს ბევრი გაკვირვებული მომხმარებლის კომენტარი ახლავს თან, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ კარდაშიანმა თავის მიზანს უკვე მიაღწია და საკუთარ ნაწარმს შესანიშნავი რეკლამა გაუკეთა. მის პოსტს მილიონობით “ლაიქი” აქვს უკვე დაგროვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სუნამო KKW Body -ს წარმატებული გაყიდვები ექნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები