შვილი ამას არასოდეს გაპატიებთ: 6 ფრაზა, რომელიც ბავშვს სამუდამოდ გულში ცუდად დარჩება
უამრავი ადამიანი დადის ფსიქოლოგთან ბავშვობის ტრავმების მოსაგვარებლად. ამ ტრავმების მიზეზი ხშირაც მშობლებიც არიან, რომლებმაც თავის დროზე არასწორი სიტყვებით ზიანი მიაყენესშვილის სულიერ სამყაროს. დროა, დავივიწყოთ ის გამოთქმები, რომელიც ადრეული ასაკიდანვე კლავს ბავშვის თვითშეფასებას. წარმოგიდგენთ ფრაზებს, რომლებსაც ბავშვი არასოდეს გაპატიებთ.
ფრაზა 1: “აქ შენი არაფერია”
„რასაც შენ იშოვნი და იყიდი, ის იქნება შენი“ – ამ ფრაზის სხვა ვარიაციები სხვა არაფერია, თუ არა ფინანსური ძალადობა, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. როდესაც ბავშვი გაიზრდება, შეიძლება მთელი ძალით ეცადოს ფულის გამომუშავებას, რათა „თავისუფლება“ და “ღირსება” მოიპოვოს და, სამწუხაროდ, ხშირად არაპატიოსან გზებს ირჩევს სიმდიდრის შესაძენად. ფინანსური ძალადობის შედეგი შეიძლება მეორე გზით გამოვლინდეს – ესაა გარემოებებთან სრული შეგუება და მარადიული „სპონსორის“ ძიება, რომელსაც ფინანსურად დაეყრდნობა. ბავშვობიდან ტრავმირებულ მსხვერპლს სჯერა, რომ ფული განკუთვნილია ვინმე ძლიერისთვის და არა მისთვის. სხვა უნდა იშოვოს და მან გამოიყენოს.
ფრაზა 2: „ჯობდა ბიჭად/გოგოდ დაბადებულიყავი
ამის თქმა ბავშვისთვის იგივეა, რაც ფრაზა „ჯობდა სულ არ დაბადებულიყავი“. როდესაც პატარა ადამიანი აღმოაჩენს, რომ მის მშობლებს მისი დაბადება არ სურდათ, მას უარყოფის ტრავმა უვითარდება. ყველაზე უარეს შემთხვევაში, ბავშვი იღებს მესიჯს „არ ვიცოცხლო“ და ქვეცნობიერად მიისწრაფვის თვითგანადგურებისაკენ. მათ შორის ნარკოტიკებისკენ, აგრესიული პარტნიორებისკენ, დანაშაულისკენ. ბავშვები, რომლებსაც ჩააგონებენ, რომ სხვა სქესის უნდა დაბადებულიყვნენ, მოგვიანებით საპირისპირო სქესის ქცევას იმეორებენ. მაგალითად, გოგონა ბიჭურ ქცევებს ავლენს, ბიჭი – გოგოსთვის დამახასიათებელს და ძირითადად, გოგონების წრეში ტრიალებს.
ფრაზა 3: „არ მინდა შენი მოხმარება, ხელს უფრო მიშლი“
თუ იცნობთ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად არ არის ადაპტირებული ყოველდღიურ ყოფით წვრილმანებთან, დიდი ალბათობით, ბავშვობაში მშობლებმა საოჯახო საქმეებში დახმარება აუკრძალეს. ასეთი ფრაზების გამო ბავშვი არა მარტო თავს გრძნობს უსუსურად და ზედმეტად, არამედ სრულიად კარგავს დამოუკიდებელი ქმედებების მოტივაციას. “საქმე მე კი არა, ვინმე უფრო ძლიერმა უნდა გააკეთოს” – ეს აზრი მას დიდობაშიც მიჰყვება და ელოდება, ვინ გააკეთებს მის გასაკეთებელ საქმეს.
ფრაზა 4: „ ავად გახდები / დაეცემი / დაშავდები”
“ხელი არ ახლო, თორემ…” – ასე იწყება გამაფრთხილებელი ფრაზები, რომლებშიც ზემზრუნველი მშობლები მოვლენების განვითარების ყველაზე უარეს სურათს ხატავენ. შვილის დაცვის სურვილი გასაგებია, მაგრამ ხშირად ის ახლის შესწავლის აკრძალვად იქცევა. ბავშვები თითქოს უხილავ ბორკილებში ექცევიან და სამყაროს შესწავლის თავისუფლებას მოკლებულნი არიან. ორიოდე წელი სისტემატური ასეთი გაფრთხილება და მართლაც რთული იქნება ბავშვი გაჯეტს მოაშოროთ და რაღაცის კეტება აიძულოთ. მოტივაციის ელემენტარული დაკარგვის გარდა, ასეთმა ფრაზებმა შეიძლება შიშები და ფობიები გამოიწვიოს – მაგალითად, სიმაღლის, სიჩქარის, ახალი საკვების გასინჯვის .
ფრაზა 6: “შენთვის აზრი არავის უკითხავს”
რა თქმა უნდა, როდესაც მშობლები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ (ძირითადი საყიდლები, გადაადგილება), ისინი რჩევას მცირეწლოვან შვილს არ ეკითხებიან. თუმცა, ბევრ სხვა სიტუაციაში ღირს ბავშვის მოსმენა. თუ ბავშვებს სისტემატურად უარს ეუბნებიან „ხმის უფლებაზე“, საბოლოოდ იმ ადამიანებად იქცევიან, რომლებსაც არავინ უწევს ანგარიშს – არც მეგობარ-ნაცნობები და არც კოლეგა-პარტნიორები.
ფრაზა 7: “ჩემი მეგობრის შვილი როგორი ნიჭიერია, შენ კი…”
თავად მშობლებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, რამდენად ტრავმულია ეს ბავშვისთვის: ჰგონიათ, რომ ამით ბავშვს მოტივაციას აძლევენ, სინამდვილეში ასეთი მშობლები უბრალოდ ხაზს უსვამენ, რომ მათი შვილი სხვებზე ნაკლებია. ეს, თავის მხრივ, „შეძენილი უმწეობის“ მიზეზი ხდება – მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი განზრახ უარს ამბობს რაიმეს გაკეთებაზე იმ მიზეზით, რომ სხვები მაინც მასზე უკეთესად გააკეთებენ. არსებობს სხვა რისკებიც. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება მშობლების სიყვარულის „დამსახურება“ სცადოს გულმოდგინე ქცევით, რაც მომავალში მას „კომფორტულ“ ადამიანად გადააქცევს, რომელსაც ყველა სათავისოდ „გამოიყენებს“.
წყარო: https://mshoblebi.ge