„შვილიშვილები მეკითხებოდნენ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო… უნდა წავიყვანო“ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პოსტ TV”-ის ეთერში კითხვებს უპასუხა, მან ისაუბრა იმაზე თუ რა ენატრება ყველაზე მეტად:
“სოხუმში ხშირად ვეღარ ჩავდივარ და იქაურობა მენატრება. გუშინ შვილიშვილები მეკითხებოდნენ, პანდემია რომ დამთავრდება, რაჭაში თუ წაგვიყვანო… უნდა წავიყვანო, რადგან ასევე მენატრება იქაურობა. მენატრება მშობლები, ის ადამიანები ვინც დღეს ჩემთან არ არის. რაც უფრო ასაკში შედიხარ მონატრება უფრო მეტია” – აღნიშნა გამყრელიძემ.