შვილის ჭიდაობისას ტრიბუნაზე მჯდომი მამა გულის შეტევით გარდაიცვალა – ტრაგიკული შემთხვევა თბილისში

საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, რომელიც თბილისში გასულ შაბათ-კვირას გაიმართა, მაყურებელი გარდაიცვალა. გოჩა მარიამიძეს გულის შეტევა მაშინ დაემართა, როდესაც მისი ვაჟი ნახევარფინალში ჭიდაობდა. ნახევარფინალური შეხვედრა ლუკამ მოიგო. შემთხვევა 29 თებერვალს მოხდა დიღომში, „ნიუთბილისის“ ფრენბურთის დარბაზში.

ფინალები მეორე დღეს – პირველ მარტს გაიმართა. ლუკას, წესით, გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, მაგრამ იგი დილით დარბაზში მივიდა და თქვა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა. მან ფინალში სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ლუკა მარიამიძე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი წევრია, ახლა კი უკვე ახალგაზრდულ ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

წყარო: radiotavisufleba.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები