შვილების ცემის შემდეგ, ბრედ პიტის წინააღმდეგ საქმე აღიძრა

TMZ-ს ცნობით, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ბრედ პიტის წინააღმდეგ შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით საქმე აღძრა როგორც წყარო იუწყება, გასულ ოთხშაბათს ბრედი ანჯელინასა და ბავშვებთან ერთად პირადი თვითმფრინავით მგზავრობდა, როდესაც ის მოულოდნელად აგრესიული გახდა, ყვირილი დაიწყო და ბავშვებს ფიზიკურად შეეხო. თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 8 საათისთვის დაჯდა. თვითმფრინავიდან ჩამოსულმა პიტმა ყვირილი განაგრძო და იქვე მდგომი სატვირთო მანქანით სცადა გაქცევა. იგივე წყაროს თქმით, ანონიმურმა თვითმხილველმა ფაქტი პოლიციას შეატყობინა. TMZ-ის ცნობით, ბრედი და ანჯელინა უკვე დაკითხეს და პოლიცია ბავშვებთან გასაუბრებასაც აპირებს. წყარო აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ინციდენტი გახდა ვარსკვლავური წყვილის განქორწინების საბაბი. მეორე მხრივ, ბრედ პიტთან დაახლოებული წყარო ამატებს, რომ მსახიობი ნებისმიერი ძალადობის ფაქტს უარყოფს. იგივე პირი ამატებს, რომ ბრედის ცუდი მხრიდან ჩვენება ძალიან სამწუხარო ფაქტია.

წყარო: okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები