შვედეთის ქალაქ ევერტურნეოს საკანონმდებლო კრების დეპუტატი პერ-ერიკ მუსკოსი მეტად ორიგინალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდა. ის სამუშაო დღის განმავლობაში სექსისთვის ერთსაათიანი შესვენების დაწესების მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა Inquirer.net იუწყება.
„ყველა კვლევა ადასტურებს, რომ სექსი სასარგებლოა. ის ურთიერთობას აუმჯობესებს“, – აცხადებს დეპუტატი.
მუსიკოსი ასევე აცხადებს, რომ ერთსაათიანი შესვენება დამსაქმებელმა უნდა აანაზღაუროს. ის ასევე ამბობს, რომ შვედეთში წყვილები ერთად ძალზე ცოტა დროს ატარებენ და ახალი ინიციატივა ამ პრობლემას გარკვეულწილად გადაჭრის. თუმცა პოლიტიკოსმა ისიც არ გამორიცხა, რომ მოქალაქეები შესვენებას „არადანიშნულებისამებრ“ გამოიყენებენ.
სხვა სიახლეები