შვედეთში ნახევრად შიშველი ქალები უკვე კანონის ფარგლებში დადიან

შვედეთის ქუჩებში „ტოპლეს-სიარული“ უკვე კანონის ფარგლებშია დასაშვები. კანონი ქალებს შემდეგი ფორმულირებით მოიხსენიებს: „ადამიანი, რომელიც ქალად აღიქმება“.
იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად დოკუმენტი ტრანსგენდერულობის პრობლემის მოგვარებაზე იყო ორიენტირებული, ახლა ის განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი ნუდიზმისკენ. ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შესაბამისად, შვედების 61% ქალებისთვის მსგავსი უფლების მინიჭებისკენ გამოდის.
შვედების უმეტესობამ კანონპროექტში ცვლილების შესახებ გახმაურებული შემთხვევის შემდეგ შეიტყო, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში: სტოკჰოლმში ქალს, რომელიც წელს ზემოთ შიშველი იყო, აუზის დატოვება მოსთხოვეს. შემდგომში ამ ქმედებას დისკრიმინაცია უწოდეს. „ტოპლეს-სიარულის“ დაშვებამ უამრავი კამათი გამოიწვია. ამ ნორმას, პირველ რიგში, შვედეთში მცხოვრები მუსულმანები არ ეთანხმებიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები