შვედეთის ელჩი ბათუმის დელფინარიუმით აღფრთოვანებულია – „4 დღეში 3-ჯერ ვიყავი“ (ვიდეო)

საქართველოში შვედეთის ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბათუმში მოგზაურობის შესახებ წერს და დელფინარიუმს ქალაქის საგანძურს უწოდებს.
„მადლობელი ვარ ბათუმში გატარებული უმშვენიერესი დღეების გამო. გამიმართლა, რომ დავესწარი #ბათუმობა2019-ს, ამინდი იყო ზაფხულის შესაბამისი და ატმოსფერო – დიდებული. ბათუმში 4-დღიანი ყოფნისას დელფინარიუმს შვილებთან ერთად სამჯერ ვესტუმრე! ეს ადგილობრივი საგანძურია“,- წერს ელჩი.

კომენტარები

სხვა სიახლეები