ჩინეთის ასობით მილიონი მოსახლე საახალწლო არდადეგებისთვის ემზადება, რომელიც შვიდი დღე გასტანს. მაგრამ ზოგიერთი დასაქმებული შვებულების 8 დღეს დამატებით მიიღებს. საქმე ეხებათ, დაახლოებით, 35 წლამდე გასათხოვარ ქალებს. ჩინეთის უამრავი კომპანია დაუოჯახებელ ქალბატონებს დამატებით შვებულებას აძლევს, იმის გათვლით, რომ ისინი სამუშაოდან თავისუფალ დროს საკუთარ სიყვარულს იპოვიან და ოჯახს შექმნიან. ასე, ქალაქ ხანჩჟოუში ორი კომპანია 30 წელს ზემოთ გასათხოვარ თანამშრომლებს დამატებით შვებულებას აძლევს, ამის შესახებ “South China Morning Post” სტატიას აქვეყნებს. ამ ორმა კომპანიამ მაგალითი ერთ-ერთი სახელწიფო სკოლისგან აიღო, სადაც დასაოჯახებელ მასწავლებლებს დამატებით შვებულებას აძლევდნენ, რათა მათ დრო პაემნებისთვის გამოეყენებინათ.
ჩინეთში გასათხოვარ ქალებს, რომლებიც უკვე 25 წლის ზემოთ არიან ხშირად შეურაცხმყოფელ სიტყვას “შენნიუს” უწოდებენ, რაც ითარგმნება, როგორც “ნარჩენი ქალი”. მაგრამ ქალების რაოდენობა, რომლებიც ოჯახის ნაცვლად კარიერას ირჩევენ, სულ უფრო მეტად იზრდება. მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ძალიან დიდია, მოთხოვნა იმისა, რომ ქალმა ოჯახი შექმნას და შვილები გააჩინოს, არსად გამქრალა. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც დასაოჯახებელ ქალთა სტატისტიკური ზრდა სახელმწიფოსთვის შემაშფოთებელია: ამბობენ, რომ მალე ჩინეთი “დაბერებული ერის” პრობლემის წინაშე დადგება.
თარგმნა ანა პაპიძემ.