ამერიკელმა კინოვარსკვლავმა არნოლდ შვარცენეგერმა განაცხადა, რომ მას ამერიკის მართვა მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე უკეთესად შეუძლია. კინოვარსკვლავის განცხადებით, ის რომ აშშ-ში დაბადებულიყო, აუცილებლად ჩაერთვებოდა საპრეზიდენტო მარათონში. ეს განცხადება მსახიობმა სიდნეიში „ტერმინატორზე“ მორიგი სერიის პრეზენტაციის წინ გააკეთა. ამასთანავე, „რკინის არნიმ“ აღნიშნა, რომ ის ჩივილს არ აპირებს, რადგანაც „ყველაფერს ამერიკის წყალობით მიაღწია.
არნოლდ შვარცენეგერი 2003 წლიდან 2011 წლამდე კალიფორნიის გუბერნატორი იყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის კვლავ სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა.