“შეყვარებულთან დაშორებას განიცდიდა” – ვინ არის ბიჭი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბათუმში 23 წლის ბიჭმა- ნიკა ბუაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობენ, გარდაცვლილი ახალგაზრდა რამდენიმე დღის წინ, დედასთან და დასთან ერთად ბათუმში საცხოვრებლად თბილისიდან გადავიდა. ოჯახი გორგილაძის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.
გარდაცვლილი მეორე სართულის კიბის მოაჯირზე ჩამომხრჩვალი ოჯახის წევრებმა იპოვეს. მეზობლები “რეგიონულ კვირასთან” გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ და რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, ბუაძე უკონფლიქტო, მშვიდი ადამიანი იყო.
ამბობენ, რომ კონფლიქტი არავისთან ჰქონია, არც აზარტული თამაშებით იყო დაკავებული. გარდაცვლილის ერთ-ერთი მეგობარი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ ბუაძე რამდენიმე დღის წინ შეყვარებულს დაშორდა და ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა.
“უსაყვარლესი ადამიანი იყო, მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. სამი დღის წინ დაშორდა შეყვარებულს, ამას ძალიან განიცდიდა, კიბეზე იპოვეს, მოაჯირზე ქამრით ჩამომხრჩვალი იყო”,- ამბობს ნიკა ბუაძის მეგობარი.
ცხედარი ამ დროისთვის, ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები