შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი – 20 საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ

სიყვარული ისეთი ლამაზი და საინტერესო მოვლენაა, სწავლულების კვლევებშიც კი არ კარგავს რომანტიკულობას…მაშ, ასე. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ..

1. ,,მუცელში პეპლები” მართლაც არსებობენ

ამ შეგრძნებას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება.

 

2. შეყვარებისთვის საჭიროა 4 წუთი

იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ ადამიანი მოგვწონს თუ არა, საშუალოდ 4 წუთია საჭირო – დაასკვნეს მეცნიერებმა. სწორედ ამ პირველ 4 წუთზეა დამოკიდებული ყველაფერი.  თანაც შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს არა ის, თუ რას ამბობთ, არამედ თქვენი სხეულის ენა, ხმა, ტონი და საუბრის ტემპი.

 

3. როცა ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს უყურებს მათი გულისცემა სინქრონიზირდება 

მეცნიერებმა აღმოაჩნეს, რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ რაც 3 წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში.

 

4. სიყვარულს კოკაინის ნევროლოგიური ეფექტი აქვს

ეს შეგრძნება დაახლოებით იგივე ეფექტს იწვევს, რასაც კოკაინით კაიფი. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, ტვინის 12 უბანს ააქტიურებს ერთდროულად და ეიფორიას იწვევს. სიყვარული ,,კაიფია”.

 

5. ჩახუტებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს

ოქსიტოცინი, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამციებს და 4 საათში სრულიად აქრობს ტკივილს.

 

 

6. საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებაც კი უკეთესად გხდის

ის, რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნა კარგად გვხდის დიდი ხნის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამჯერად კვლევებმა აჩვენეს, რომ იგივე ეფექტი საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებასაც აქვს. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც ტკივილს განიცდიდნენ ორნ ნაწილად დაყვვეს, ნაწილს საყვარელი ადამიანის ფოტოები აჩვენეს, ნაწილს უბრალო ნაცნობების, მათ, ვისაც საყვარელი ადამიანის ფოტოები აჩვენეს გაცილებით უფრო შეუმსუბუქდათ ტკივილი.

7. დაახლოებით ერთი დონის მომხიბვლელობის მქონე წყვილები უფრო დიდხანს რჩებიან ერთად

არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის კუთხით ირჩევენ, ანუ ისინი დაახლოებით ერთნაირად ლამაზად უნდა მიიჩნეოდნენ სოციუმში ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით. თუკი რომელიმე ერთი პარტნიორი ნაკლებად მომხიბვლელია, იგი ეცდება სხვა რამით აინაზღაუროს ნაკლი, ანუ სხვა რამით გახდეს ზოგადი კრიტერიუმებით მეწყვილის შესაბამისი, თუ არადა ყველაფერი დაინგრევა.

 

8. წყვილები, რომლებიც ერთმანეთს გვანან დიდხნიან ურთიერთობას ვერ აყალიბებენ

დიახ, დიახ… საწინააღმდეგოები ერთმანეთს იზიდავენ.  ამას კვლევებიც ადასტურებს. მსგავსებაც საჭიროა, თუმცა იმდენად უნდა განსხვადებოდეთ ერთმანეთისგან, რომ რაღაც ახალს სწავლობდეთ.

9. გულის გატეხვა მეტაფორა არ არის

კვლევებმა აჩვენეს რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განშორება, განქორწინება რეალურ ტკივილს იწვევს გულში. ამას გატეხილი გულის სინდრომი ეწოდება. ამ დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ასუსტებს გულს, იწვევს ტკივილს და აუარესებს სუნთქვას. ეფექტი ხშირად იმდენად ძლიერია, რომ გულის შეტევაში იშლებათ.

 

10. რომანტიკული სიყვარული მართლაც მთავრდება… რათა მისი ადგილი პასუხისმგებლობით სავსე სიყვარულმა დაიკავოს

გარკვეული დროის შემდეგ ორგანიზმი წყვეტს იმ ნივთიერებების გამოყოფას, რომელიც ეიფორიას იწვევს და სიყვარულიც ახალ საფეხურზე გადადის.

 

11. შეყვარებული ადამიანების ორგანიზმში ნივთიერებათა შემცველობა დაახლოებით ისეთია, როგორიც ობსესიური კომპულსიური აშლილობით დაავადებულის (ოკა) ორგანიზმში

სიყვარულის საწყის ეტაპზე იკლებს სეროტონინის დონე, რომელიც დაკავშირებულია კარგად ყოფნის, სიმშვიდის, ბედნიერების განცდასთან და იმატებს კორტიზოლის დონე, რომელიც სტრესთანაა დაკავშირებული. ადამიანი ხდება შეპყრობილი, თუნდაც იაზრებდეს ამ ყველაფრის უაზრობის და უადგილობის გაცნობიერებას.

 

12. სიყვარულზე და სექსზე ფიქრი ზეგავლენას ახდენს შემოქმედობითობასა და აზროვნების პროცესზე

სიყვარულის ობიექტის გახსენება დადებითად აისახება ადამიანის შემოქმედებით აზროვნებაზე, ხოლო სექსუალური პარტნიორის გახსნება – ლოგიკურ აზროვნებაზე.

 

13. ერთგულება+მზრუნველობა+სიახლოვე= სრულყოფილ სიყვარულს

ფსიქოლოგი რობერტ სტერნბერგის კვლევების მიხედვით არსებობს სამგვარი სიყვარული და მათი ფორმულები. რომანტიკული სიყვარული=ვნებას+სიახლოვე, გარიგებით სიყვარული= სიახლოვეს+ერთგულება, ილუზიური სიყვარული= ვნებას+ერთგულება. საუკეთესო ვერსია სრულქმნილი, რეალური სიყვარულია, რომელიც სამივე კომპონენტს მოიცავს.

14. ხანგრძლივი ურთიერთობისთვის პარტნიორის შერჩევისას სახეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ტანს

კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანები ერთჯერადი ურთიერთობებისთვის პარტნიორის ძიებისას ტანს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ხოლო ხანგრძლივი ურთიერთბისთვის – სახეს.

 

 

15. შეყვარებულისთვის ხელის ჩაკიდება სტრესს აქრობს და ტკივილს ამცირებს

დიდხნიან წყვილებს მოფერებით ერთმანეთის დამშვიდება შეუძლიათ, წამალივით მოქმედებს ერთმანეთთან ჩახუტება.

 

16. საყვარელი ადამიანების მიმართ მადლიერების გამოხატვა ბედნიერებას გვანიჭებს

17. სიყვარული ადამიანს ალამაზებს

ეს ჯერ კიდევ დარვინმა აღმოაჩინა – როცა ადამიანი ინტერესის ობიექტს უცქერს თვალის გუგები ფართოვდება. ზუსტად ასევე ხდება, როცა ვინმე მოგვწონს, ან სიყვარულით შევცქერით. გუგებგაფართოებული ადამიანი გაცილებით უფრო მომხიბვლელი და ლამაზია. ანუ შეყვარებული ადამიანი მართლაც უფრო ლამაზია.

18. თვალებში დიდი ხნის ყურებით უცნობებსაც კი შეიძლება შეუყვარდეთ ერთმანეთი

თვალები სულს ირეკლავს, ამიტომ თუკი დიდხანს შეაცქერდებით ვინმეს, შეიძლება ისე შეგიყვარდეთ, ვერც მიხვდეთ, თუნდაც არაფერი ვიცოდეთ ამ ადამიანზე. ყურებისას ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ფენილეტილამინი, რომელიც ,,სიგიჟემდე სიყვარულის” ჰორმონადაა ცნობილი. მისი მოქმდება კოკაინის მოქმედებას ჰგავს, ამიტომ აღგზნებას, ეიფორიას და სექსუალურ ლტოლვას იწვევს.

19. მონაგამიური ურთიერთობები არც ცხოველებისთვისაა უცხო

ადამიანი არ არის ერთადერთი მონოგამი არსება. მგლები,გიბონები, გედები, ალბატროსები, სვავები, ტერმიტები მონოგამები არიან. ცხოვრების თანამგზავრს პოულობენ და თავიანთ რჩეულს არასოდეს ღალატობენ.

 

20. სიყვარული ერთადერთია, რასაც მართლა აზრი აქვს 

ჰარვარდის მკვლევარებმა გრანდიოზული 75 წლიანი კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია და მის გარშემო ტრიალებს ადამიანური ბედნიერება.

 

წყარო:mental.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები