შეუწყდება თუ არა ქუთაისს წყალმომარაგება ერთი წლით

​გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისის მაცხოვრებლებს მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ 30 იანვრიდან, პირველ იანვრამდე ქუთაისს წყალი ტექნიკური სამუშაოების გამო შეუწყდება.
“კვირა+” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა და მათი განცხადებით, შეტყობინებაში უბრალოდ ტექნიკური ხარვეზია, წყალმომარაგება ქუთაისს 30 იანვრიდან პირველ თებერვლამდე შეუწყდება. კომპანიაში, ასევე აცხადებენ, რომ ქუთაისის მაცხოვრებლებს შესწორებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გაუგზავნიან.

კომენტარები

სხვა სიახლეები