„შესაძლოა, ძალიან ბედნიერს რომ მხედავს, მე და ჩემი მეუღლე რომ ძალიან მაგრად ვართ ერთმანეთთან, ქალია და ასეთი რამ ბოღმისგან გააკეთა…“ – ბესო ზანგური

მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამის შესახებ განცხადება ბესო ზანგურმაც გააკეთა და ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას თქვა, რომ არ იცის, რატომ ისაუბრა ნინუცამ ძალადობის შესახებ: „არ ვიცი, ათასი ვარიანტია. შესაძლოა, ამ ოჯახში რომ ძალიან ბედნიერს მხედავს, მე და ჩემი მეუღლე რომ ძალიან მაგრად ვართ ერთმანეთთან, ქალია და ასეთი რამ ბოღმისგან

გააკეთა. მართლა არ ვიცი. მე და ჩემი ცოლი გაოცებულები ვუყურებდით, მართლა ნინუცა ლაპარაკობს ამას-მეთქი?! ეს ადამიანი ასეთი არ არის და მართლა არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი… მე შვილი მყავს, რომელიც აფანატებს დედამისზე და ჩემი შვილის გულისტკივილი არაფრად მიღირს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ…“- აღნიშნა მან.

წყარო: თბილისელები

კომენტარები

სხვა სიახლეები