“შერეკილების” მსახიობი დღეს დარაჯად მუშაობს

ლეგენდარული ქართული ფილმის, “შერეკილების” მთავარი როლის შემსრულებელი, დავით ჟღენტი გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის ღამის დარაჯად მუშაობს.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თბილისის მერიამ საზოგადოებას ის ადამიანები გააცნო, რომლებიც თანამდებობებზე არ მუშაობენ, თუმცა ქმნიან თბილისის რეალობას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდებით.
ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებიან დედაქალაქს. საზოგადოების უკმაყოფილო რეაქცია ამ ადამიანებში დავით ჟღენტის აღმოჩენამ გამოიწვია.
სოცქსელებში წერენ, რომ 64 წლის ნიჭიერი მსახიობი დარაჯად არ უნდა მუშაობდეს.

 

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები