“შენ ხომ დამპირდი, რომ სულ ჩემ გვერდით იქნებოდი…” – ვინ არიან ხაშურთან მომხდარი საზარელი ავარიისას დაღუპულები

14 ნოემბერს გვიან ღამით ხაშურის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 და 24 წლის სიძე-ცოლის ძმა – დავით ჩუტკერაშვილი და გიორგი მეტივიშილი გარდაიცვალნენ. ორივე მათგანი ავარიისას ადგილზე დაიღუპა, საჭესთან გიორგი მეტიშვილი იჯდა.

დავით ჩუტკერაშვილს ცოლი სამი თვის მოყვანილი ჰყავდა. სალომე მეტივიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო, შენ ხომ დამპირდი, რომ სულ ჩემ გვერდით იქნებოდი, როგორ მიყვარხარ. ეს როგორ უნდა გადავიტანო. ჩემი დათუნა, ჩემი გიორგი, ჩემი სიყვარულები, როგორ გავუძლოთ, როგორ მიყვარხართ“, – წერს სალომე მეტივიშვილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები