გურიაში გაგონილიდან:
წერილი ქრისტინა აგილერას!
„გამარჯობა, ქრისტინა!
გაწუხებ გურიიდან, შენი სეხნია ქრისტინე.
ნამეტანი გაგვიხარდა, შენი სტუმრობის ამბავი, რომ გევიგეთ ოჯახში. ჩვენ გიცნობთ, ჩემს შვილიშვილს შენი დიდი სურათი აქვს კედელზე გაკრული, შენს „სპალნაში“ გადაღებული, თვითონ კი ამბობს, კონცერტზეაო, მარა არ მგონია, უყვარხარ ნამეტანი და გაქებს.
მითხრა, სიმღერის ოლიმპიდაზე 6 გრემი მოგიგია. გამიხარდა. ჩემმა ბაღანამაც მეიგო მასე მახარაძეში და გრემში იგიც წეიყვანა სკოლამ ექსკურსიაზე.
კაი საქმე ქნა ბიძინამ, მაგ კლუბის აშენებით, გეერთობა ხალხი. ჩვენ უკვე ევროპაში ვართ, წკიპზეა მაი ამბავი და ხომ გვინდა კაი სიმღერა და რა ქვია იმას? ხო, შოუ! კი გვინდა... თუ არა, მარტო თოხი და ბოსტანი შეიწირავს ხალხს…
აქანე, 5 ნომერი ვინცხაებია ერთი, ნაცები, ჩემი მეზობელი მაყვალაა მაგენთან. ატეხეს ერთი ამბავი, რად გვინდა კლუბი და ქრისტინაო, გეიგებდი, მარა არ გეწყინოს, მაგენს “მიშა მაგარიას” გარდა აფერი არ მოწონთ… ჩვენ გვიყვარხარ მაგი ორში. ამერიკაში ჩემი ბაბუაც კი იყო საჯირითოდ, გადარია იქაურები, რომ ჩამევიდა, მაშინ გავჩენილვარ და ქრისტინე ბაბუაჩემს დოურქმევია ჩემდა..
ცოტა კი ჰგავს შენი სურათი ისე ბაბუას. რა ვიცი, ვბოდიალობ რაცხას…
რომ ჩამოხვალ, გვესტუმრე „კოფეზე“…
გადაეცი შენებს მოკითხვა, ჩამევიდენ შეკვეთილში, ვასწავლით „კრიმანჭულს“, ბრინჯულას გამოვაცხობიებთ…. არ ინანებენ…
გკოცნი და გეფერები!.
P. S. ერთი იყო თბილისში, ამას წინათ, კაცი. ჩეიწია შარვალი და ეწყინა ხალხს. შენ არ იფიქრო, აგენი ველურებიაო, შენ რომ ქნა, არ ეწყინებათ… პირიქით!“.
ცნობისთვის, Black Sea Arena, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, 30 ივლისს მსოფლიო პოპვარსკვლავის, კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუკონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.
წყარო:http://livenews.ge