ოპერის ცნობილ მომღერალს, თამარ ივერს მეუღლემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სასიყვარულო პოსტი მიუძღვნა. თამარ ივერის მეუღლე, სპორტსმენი რაულ ცხადაძეა.
„ჩემი სიცოცხლე… ამ დღეს, ნიშნად ქორწინებისა, ჩემს სიყვარულს შევთავაზე ნიშნობის ბეჭედი და მთელი 8 წუთი მუხლმოდრეკილი ველოდი, რომ თანხმობა ეთქვა… თანხმობის მერე, დღემდე ბედნიერი ვარ… მაგრამ ის 8 წუთი საუკუნე იყო ჩემთვის. ძალიან ბევრმა რამ გონებაში გამიარა და იცით, რაა? ასე მეგონა, ჩემი გულის ბაგუნი ჩემ ირგვლივ მყოფ ყველას ესმოდა… ჩემო სიყვარულო, მიხარია, რომ ჩემ გვერდით არსებობ… შენ ჩემი პაწაწინა „მინდვრის ყვავილი“ ხარ!…“
თამარმა, თავის მხრივ, ფოტო და სტატუსი გააზიარა და დაწერა: „ჩემი დიდი სიამაყე და სიყვარული…“
სხვა სიახლეები