“შენს საყვარელ მხარეს ისე გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან” – ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძის თანამდებობაზე

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ მომღერალ ზურა ხაჩიძის დანიშვნას მომღერალი ნინი ქარსელაძე ეხმაურება.
შესაბამის პოსტს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და ხაჩიძეს წარმატებებს უსურვებს.
“ჩემი ბიჭი. დარწმუნებული ვარ, შენს საყვარელ მხარეს ისე მოუვლი და გადაყვები, როგორც მე 8 წლიდან!!!
წარმატებები. მიყვარხარ!”, – წერს ნინი ქარსელაძე.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ინფორმაცია “კვირას” გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გუბერნატორმა ხაჩიძე თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
ხაჩიძე ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები