“შენი ერთი შეყვარებული არ მომწონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, რათა გული არ გტკენოდა” – შორენა ბეგაშვილის შვილი დედას
შორენა ბეგაშვილის ახალი გადაცემის სტუმარი თავისი შვილი, ევა ბარბაქაძე იყო. დედა–შვილს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოუვიდა.
შორენამ შვილს ჰკითხა, ეჭვიანობს თუ არა ის, როდესაც დედა შეყვარებულია, რაზეც ევამ შემდეგი პასუხი გასცა: თავიდან ვეჭვიანობდი, მოდის სახლში და ყურადღებას აღარ მაქცევს-მეთქი, მაგრამ მერე დავინახე, რომ იცინი და ძალიან ბედნიერი ხარ… მაგაზე კარგი გრძნობა არ არსებობს.
შენი ერთი შეყვარებული არ მომწონდა, მაგრამ ვცდილობდი, არ ვიმჩნევდი, რათა გული არ გტკენოდა”, – უთხრა შორენას ევამ.