ნინი გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამის, ტელეწამყვან გიორგი გოგიჩაიშვილის სახელობის ქუჩა – „გოგიჩა“ გაიხსნა.
ამის შესახებ ნინი სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს:
„ყველა ბნელ დღეს – სინათლე მოსდევს
სევდას – სიხარული
და შენი დატოვებული სიყვარული არის მ ა რ ა დ ი უ ლ ი
პ.ს ჩემი პატარა ანგელოზის ქუჩა გაიხსნა
მიყვარხარ, მა
და დიდი მადლობა ბაბუსა და ყველა კეთილ ადამიანს ყურადღებისა და დაფასებისთვის
ჩვენთვისაც უდიდესი სიურპრიზი იყო, ისე მოხდა ყველაფერი
ხალხის სიყვარულითა და ინიციატივით“, – წერს ნინი გოგიჩაიშვილი.