18 წლის სტიქაროსანმა მათე კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება მამა იერონიმე ქათამაძე, რომელიც სოციალურ ქსელში მათესთან მიმოწერის სქრინს აქვეყნებს.
“სხვის განსვენებაზე ევედრებოდი უფალს… სხვისი დედა დაგენანა სიმწარისთვის.
საკუთარ თავს ან საკუთარ დედას რას ერჩოდი მათე?! შენდობა მთხოვე არაფრის გამო, გამიკვირდა კიდეც, მაგრამ მეც გიპასუხე ღმერთმა შეგინდოს თქო…
ახლა კი კვლავ გავიმეორებ, ღმერთმა შეგინდოს და გაპატიოს!!!”– წერს იერონიმე ქათამაძე.