ყოფილი “მისტერ ვალენტინი”, “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე – თორნიკე ტყემალაძე გარდაცვლილ უმცროს ძმას სოცქსელში პოსტს უძღვნის. ტყემალაძის ძმა რამდენიმე დღის წინ გურამიშვილზე, სავარაუდოდ, მოკლული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი – შაკო ტყემალაძეა.
„ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო, ჩემო პატარა ძმაო. გთხოვ, მაპატიო ყველაფერი. არ მინდა ტირილი, რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და სასაცილო იყო… გთხოვ, მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა, ეს სინანული კი შენთან შეხვედრამდე გამყვება… იმედი მაქვს, შევხვდებით კიდევ… მანამდე კი მინდა, გითხრა – მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით“, – წერს თორნიკე ტყემალაძე.
შეგახსენებთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ახალგაზრდა ბიჭი საცხოვრებელი ბინაში ერთ-ერთი მოკლულის მამამ იპოვა. შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. მომხდარი მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით, ისევ უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Next Post
სხვა სიახლეები