ინგრედიენტები:
კარტოფილი – 6 ცალი,
საფანელი – 25 გრ,
ზეთი – 1 სადილის კოვზი,
გამომშრალი ნიორი – 1/2 ჩაის კოვზი,
წითელი წიწაკა ,,პაპრიკა“ – ½ ჩაის კოვზი,
ხმელი ქინძი- ½ ჩაის კოვზი.
მომზადების წესი: ღუმელი 200 გრადუსამდე გავაცხელოთ. კარტოფილიო გავფცქვნათ, სიგრძეზე დავჭრათ და ზეთში ავურიოთ. საფანელი, ნიორი, მარილი და ხმელი ქინძი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ ერთმანეთში ისე, რომ თითეული კარტოფილი სანელებლებით დაიფაროს. შემდეგ ზეთმოსმულ ფორმაში გადავიტანოთ და 40 წუთით ღუმელში მოსამზადებლად მოვათავსოთ.
სხვა სიახლეები